სომხეთის მთავრობამ ბულგარეთთან საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობას პროექტი დაამტკიცა

სომხეთის მთავრობამ, 12 თებერვალს ერევანში გაფორმებული “სომხეთის და ბულგარეთის მთავრობებს შორის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კავშირგაბმულობის თანამშრომლობის შესახებ”  შეთანხმების პროექტი დაამტკიცა.

პროექტის თანახმად, შეთანხმება უნიკალურ შანსს აძლევს ორ ქვეყანას თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. ის ასევე ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დამყარებას საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს კომპანიებსა და ორგანიზაციებს შორის კომუნიკაციას.