სომხეთის პრეზიდენტის განცხადება

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა 9 დეკემბრის საპარლამენტო რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საზოგადოებასთან კავშირების დეპარტამენტის ინფორმაციის თანახმად მან აღნიშნა:

” ძვირფასო თანამემამულენო, 9 დეკემბერს ჩვენს ქვეყანაში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უკვე შემდგარი რეალობაა, რის შედეგადაც ჩამოყალიბდება საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება. მინდა მოვულოცო “ჩემი ნაბიჯი”, ” ნათელი სომხეთი” და “აყვავებული სომხეთი” პარტიებს, რომლებიც სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ჩამოაყალიბებენ. ეს არჩევნები, როგორც ქვეყნის პოლიტიკური პროცესი, პირველია ჩვენს ქვეყნანაში გაზაფხულზე მაშტაბური ცვლილების შემდეგ. სამშობლო ძლიერდება და მისი ისტორია ჩვენი ყოველდღიური შრომით იქმნება”.