სტუდენტებმა აბოვიან- კორიუნის გზაჯვარედინი გადაკეტეს

სტუდენტები ერევანში მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების წამყვანი ძალაა. ისინი რამდენიმე დღის წინ გაიფიცნენ და ყოველ დღე აწყობენ საპროტესტო სვლებს.

დღეს, 11:00 საათზე ერევნის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა საკუთარი ინსტიტუტებიდან აბოვიან- კორიუნის გზაჯვარედინამდე მსვლელობა მოაწყვეს. ისინი შეიკრიბნენ გზაჯვარედინზე და ყველა მიმართულებით მიმავალი გზის მონაკვეთები გადაკეტეს.

სტუდენტების დღევანდელი შეკრების შესახებ წინა დღეს გავრცელდა განცხადება, სადაც მითითებული იყო შეკრების დრო და ადგილი. სტუდენტები შეკრებისას გეგმავენ განიხილონ უმაღლესი სასწავლებლების არაპარტიულობისა და სტუდენტებთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

მათ ორგანიზებისთვის პოლიტექნიკური ინსტიტუტიდან სამედიცინო უნივერსიტეტამდე მონაკვეთი შეარჩიეს. განცხადებაში აგრეთვე მითითებული იყო შეკრებაზე წახალისების მიზნით სხვადასხვა მუსიკალური ინსტრუმენტის მოტანა.

სტუდენტებს საპროტესტო აქციებში სხვადსხვა უმაღლესი სასწავლებლების ლექტორებიც შეუერთდნენ.

„თავისუფალი, დამოუკიდებელი სტუდენტი,“- ეს მათ მიერ გაჟღერებული ერთ-ერთი ლოზუნგია.

შეკრებილთა შორიახლოს, გზის ნაპირებზე პოლიციელთა დაჯგუფებებია განლაგებული. ისინი გზების გახსნას მოითხოვენ. ამ მიზნით მიუახლოვდნენ შეკრებილ სტუდენტებს და კონკრეტულად მათ ლიდერს. სამართალდამცველები მათ საავადმყოფოსკენ მიმავალი გზის გათავისუფლებას სთხოვდნენ, რომელიც გზაჯვარედინის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.

დავით პეტროსიანმა მეგობრებთან მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყვიტა გზის მხოლოდ აბოვიანის პარკისკენ მიმავალი ერთი მონაკვეთი გაეხსნა, რომელიც სავადმყოფოსკენ მიდის.  გამონაკლის შემთხვევას საქორწილო ეკიპაჟის გასატარებლად გახსნილი გზის მონაკვეთი წარმოადგენდა.

დანარჩენი გზები 12:15 წუთზე გაიხსნა, როცა გეგმის მიხედვით, სტუდენტები მოგროვდნენ და გააგრძელეს საპროტესტო მსვლელობა დედაქალაქის  ქუჩებში.

Leave a Reply