ლევონ არონიანი მხარდაჭერას უცხადებს სომეხ ხალხს

სომეხმა მოჭადრაკემ ლევონ არონიანმა სომეხ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადა. თავის ფეისბუქის გვერდზე არნონიანი აცხადებს, რომ თანამემამულეების ქმედებები სიამაყეს გვრის.

არონიანი სერჟ სარგსიანის ახლობელია, რომელიც მის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან  გადადგა. სერჟ სარგსიანი არონიანის ნათლიაა.

” ყველა თქვენგანს, მათ შორის, დიასპორის წარმომადგენლებს ვუერთდები და მიმაჩნია, რომ ჩვენი მიზანი მხოლოდ მშვიდობიანი და ღირსეული გზით სვლაა. მოდით თავი ავარდიოთ ისეთ ქმედებებს, რაც საფრთხეს შეუქმნის ჩვენი ხალხის მიერ მრავალი წლის განმავლობაში შექმნილ ისტორიას. ჩვენ მეტი უნდა მოვითხოვოთ, ჩვენ მეტი შეგვიძლია, თუმცა ისევე როგორც ჭადრაკში ამ შემთხვევაშიც ნაბიჯები გონივრულად უნდა გადავდგათ. ჩვენ დაუმარცხებლები ვართ” , – განაცხადა ლევონ არონიანმა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ არონიანი და სხვა მოჭადრაკეები მხარს სარგსიანის მთავრობას უჭერდნენ.

Leave a Reply