ეროვნებით არაბ 40 ექიმს სომხეთში ყალბი დიპლომები გადასცეს

2 დეკემბერს ისრაელში პოლიციამ ეროვნებით არაბი 40 ექიმი, მათ შორის ფარმაცევტები და სტაჟიორები დააკავეს, რომლებსაც სომხეთში შეძენილი ყალბი დიპლომები ჰქონდათ. დაკავებულმა პირებმა სომხეთში სამედიცინო და ფარმაცეპტული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი დიპლომები შეიძინეს. სამართლდამცავებს სერიოზული ეჭვები აქვთ, რომ დიპლომები მათ არაკანონიერად გადაეცათ, რადგან აღნიშნულმა 40 პირმა დიპლომი შეიძინა უმაღლესი განათლების კურსის დაუმთავრებლად.
ყველა დაკავებული ისრაელის მოქალაქეა. ამის შესახებ www.vesty.co.il ვებ-გვერდი იტყობინება.
Radio Aurora-ს ინფორმაციის თანახმად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ ეს საკითხი აქტუალური გახდა, იმის მერე რაც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური სამედიცინო უნივერსიტეტების მიერ გაცემული დიპლომები ყალბია.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო უკვე ორი წელია სომხეთის უნივერსიტეტების მიერ გაცემული ასობით დიპლომს არ ამტკიცებს. სომხურმა მხარემ არაერთხელ უარყო აღნიშნული ინფორმაცია.
ამის შესახებ http://armtimes.com წერს.