აზერბაიჯანი აგრძელებს არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას – სომხური მხარე

სომხეთის ერთობლივი საინფორმაციო ცენტრი იუწყება, რომ 1 ნოემბრის ღამეს და დღეს აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა განაგრძეს არცახის დასახლებების დაბომბვა.

ვითარება მძიმეა, განსაკუთრებით ქალაქ მარტუნიში და მარტაკერტში, ასევე მიმდებარე რაიონებში.

ინფორმაციის თანახმად, გრადისა და სმერჩის დანადგარებიდან მშვიდობიანი დასახლებების მიმართულებით ნასროლი რაკეტების გარდა, აქ ასევე გამოიყენება სამხედრო ავიაცია.