“რატომ არ შეიძლება, რომ სომხებით დასახლებულ სოფელში 600 წლის განმავლობაში მოქმედი ეკლესია ჩაითვალოს სომხურად?”

ძეგლის სპეციალისტი, ისტორიკოსი სამველ კარაპეტიანი სამცხე-ჯავახეთის სოფელ კუმურდოში 30 სექტემბერს, წმინდა ამაღლების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ ინციდენტს გამოეხმაურა.

სამველ კარაპეტიანს, რომელიც მრავალი ნაშრომის ავტორია, მათ შორის, „საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკა და სომხური კულტურული ძეგლები“, 2015 წლიდან ეკრძალება საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა, ამის მიზეზად ისტორიკოსი თავის მოღვაწეობას ასახელებს.

წლების განმავლობაში სამველ კარაპეტიანის კვლევითი გუნდი ხმამაღლა აცხადებდა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო დონეზე სომხური მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განადგურება მიმდინარეობს.

“აღსანიშნავია, რომ ქართული მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია, მთელი ისტორიის განმავლობაში ცალსახად პრო-სახელმწიფოებრივი სტრუქტურა იყო და მთლიანად არის ჩართული სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესებისა და მმართველი გუნდის მხარდაჭერის საქმეში.

სწორედ, ამიტომ ქართული ეკლესიის ყოფნა რაიმე ადგილას არასდროს ყოფილა დაკავშირებული აღნიშნულ ადგილას ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ინტერესებთან, რადგან ის პირველ რიგში იყო და არის, სახელმწიფოს ინტერესების გამტარებელი და სასულიერო დროშით წარმოდგენილი ‘სამხედრო ბაზა.’ 

ძლიერი საქართველოს პერიოდში (X-XIIIსს.) ჩრდილოეთ კავკასიისა თუ სომხეთის მიმართულებებით გაფართოებისას, ახლად მიერთებულ, დაპყრობილ პროვინციებში საქართველოს ხელისუფლება სასწრაფოდ მართლმადიდებლურ მონასტრებსა და ეკლესიებს აშენებდა. ამ პროცესში მნიშვნელობა არასდროს ეძლეოდა იმ ფაქტს თუ ვინ ცხოვრობდა ამ ეკლესიების გარშემო, იყვნენ თუ არა ისინი ქართველები და მართლმადიდებლური აღმსარებლობის. არაქსის ხეობამდე (დღეს კაღზვანთან ეღეგნამორის ტაძარი) მისული ქართული მართლმადიდებლური ეკლესია უზრუნველყოფდა ამ ტერიტორიებზე სახელმწიფოს არსებობას და თავიანთი იდეოლოგიის გავრცელებისთვის მიისწრაფოდა.

სომხეთის ტერიტორიაზე ეს სათვისტომოები ფორმირდებოდა მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევარი სომხებით.

კვლევებმა აჩვენეს, რომ სახელმწიფო არქართულ გარემოში ზუსტად მართლმადიდებლური ეკლესიის საშუალებით ახდენდა თავისი პოლიტიკური ჰეგემონიის უზრუნველყოფას. ეკლესია, როგორც სახელმწიფოს ფუნქციების განმახორციელებლი მნიშვნელოვანი რგოლი, ასევე მთლიანად იმყოფებოდა სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ, უფრო მეტიც, აშკარაა რომ ისეთ ადგილას სადაც ქართველები არ სახლობდნენ, სახელმწიფო აფინანსებდა  ძვირადღირებული ეკლესიებისა და მონასტრების მშენებლობას. 

ზემოთ აღნიშნული აზრის განსამტკიცებლად მოვიყვანოთ საქართველოს გაერთიანებულ სომხით (სომხეთი) პროვინციაში მდებარე ქრისტიანული რელიგიური ძეგლების მაგალითი.

ამ ადგილებში, ნებისმიერ 35-40 ერთეული პატარა ზომის, ძირითადად ქვითა ნაგები და ზოგადად მინიმალური სახსრებით აშენებული სომხური ეკლესიების გვერდით შეგვიძლია ვნახოთ ძვირადღირებული, დიდებული ქართული მართლმადიდებლური მონასტერი, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ  ასაშენებლად სოფლის მოსახლეობის მცირე შემოწირულობები ვერ გაწვდებოდა. ეს მონასტრები აშენდა სახელმწიფოს მფარველობით და ეს სრულიად არ ყოფილა  ადგილზე ქართველი მოსახლეობის არსებობის პირობით განაპირობებული. ზედმეტია იმის აღნიშვნა, რომ ეს მონასტრები სახელმწიფოს თვალები და ყურები იყო, რომლებიც უზრუნველყოფდა სახელმწიფოს კონტროლის არსებობას რეგიონში.

საუკუნეები გავიდა, მაგრამ ქართული ეკლესიის ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო ფუნქციები უცვლელი დარჩა. მაგალითად, ჯავახეთში 1990-იან წლების დასაწყისში სომხებით დასახლებულ სოფელ ფოკაში დაარსდა ქართული წმინდა ნინოს მონასტერი, ხოლო სოფელ ახკერტისთან ქართული სამლოცველო, წალკის რაიონის ბერძნებისგან დაცარიელებულ (მოსახლეობამ რეგიონი 1990-იან წლების დასაწყისში დატოვა)სოფელის ერთ სახლში ქართველი ბერები  შესახლდნენ (ჯერჯერობით მონასტრის გარეშე). ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია საუკუნეების განმავლობაში ემსახურებოდა და ემსახურება ქვეყნის პოლიტიკური ჰეგემონიის გავრცელების მიზანს.

დღესაც, ქართულ ეკლესიას (სინამდვილეში სახელმწიფოს)  სურვილი აქვს თავისი გავლენის სფეროები გააფართოვოს, როგორც საუკუნეების წინ, ახლაც ქართულ სახელმწიფოს სრულიად არ ანაღვლებს, რომ იმ მონასტრების გარშემო, რომელთა „დაბრუნების“ საკითხს წინ წევენ (ახთალა, ჰნევანქი, ქობაირი და სხვა) ერთი ქართველიც არ ჰყავთ. დიახ, პრობლემა მონასტერი არაა, არამედ მისი საშუალებით რეგიონში სახელმწიფო პოლიტიკის და ინტერესების გავრცელების უზრუნველყოფაა, ხოლო გარკვეული დროის შემდეგ იმ მცხოვრები სომეხი მოსახლეობის მართლმადიდებლურ რჯულზე გადასვლაა(მაგალითად, ჯაღაცპანიანების ოჯახის ხელახლა მონათვლა სოფელ ფოკას  მონასტერში).

ახალა კუმურდოს წმინდა ამაღლების ეკლესიის ბოლო შემთხვევისა და კერძოდ, საქართველოს მთელი რიგი სტრუქტურების საერთო მიმართვასთან დაკავშირებით, რომელიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუში X საუკუნეში აშენდა, როგორც  საეპისკოპოსო ეკლესია, ანუ რეგიონში მართლმადიდებელი ეკლესიის საკათედრო, თემის ცენტრი.

მონასტერი ბიზანტიისა და რეგიონში საქართველოს მართლმადიდებლობის აღმავლობისა და მისი ყველაზე დიდი გავლენის პერიოდში აშენდა და  მოსახლეობის დიდი რაოდენობა მართლმადიდებლური რელიგიის მიმდევარი გახდა დიდი ჰაიქის გუგარქის რეგიონის ჯავახქის პროვინციაში. დაახლოებით, 300 წლის განმავლობაში ეს ეკლესია (ასევე იმავე პერიოდში აშენებული რეგიონის მრავალი სხვა ეკლესია) მოქმედებდა, როგორც მართლმადიდებლური. თუცა, XIII საუკუნის ბოლოდან, ერთმორწმუნე ბიზანტიის დასუსტებით, ხოლო შემდეგ მისი დაცემით და ასევე საქართველოს დასუსტებით და პატარა სამეფოებად დაყოფით , XIV- XV საუკუნეებში წმინდა ამაღლების ტაძარმა, როგორც მართლმადიდებლურმა ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა. ნაგებობის გარშემო (და ზოგადად სოფლის მთლიანი ტერიტორიის სხვადასხვა უძველეს ადგილებში) არსებობს XIV-XVII საუკუნეების ხაჩქარები, რომლებიც განადგურებული, ან დაზიანებულია, იმაზე მიუთითებს, რომ ეკლესიის გარშემო გვიან შუა საუკუნეებში შეიქმნა სომხური სასაფლაო. თავისთავად გასაგებია, რომ სომხური სასაფლაოს შექმნა შესაძლებელი იყო მხოლოდ  სომხური სამოციქულო ეკლესიის გარშემო, ხოლო როგორც ცნობილია X საუკუნეში აშენებული ეკლესია თავდაპირველად მართლმადიდებლური იყო. ესე  იგი რა მოხდა? სინამდვილეში მოხდა ის, რისი მომსწრეებიც ჩვენ ვართ ჩრდილოეთ სომხეთის სხვადასხვა დასახლების ეკლესიებსა და მონასტრებში, ანუ მართლმადიდებლობის დაცემის პერიოდში, როდესაც ამ რელიგიის მიმდევრებად დარჩენა სომხებისთვის არანაირ პრივილეგიას არ უზრუნველყოფდა (პრესტიჟული აღარ იყო), მოხდა მასობრივი დაბრუნება სომხურ სამოციქულო ეკლესიაში, რის შედეგად, რა თქმა უნდა, კუმურდოს წმინდა აღდგომის ეკლესიაც ხელახლა ნაკურთხი იქნა სამოციქულო ეკლესიის წესით, რის შემდეგაც ეკლესიის გარშემო, სომხური სამოციქულო ეკლესიის წესის თანახმად, დაარსდა სომხური სასაფლაო.

იმას, რომ სოფელი კუმურდოს მოსახელობა XIV- XV საუკუნეებიდან სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი სომხები არიან მოწმობს, არა მხოლოდ ეკლესიის გარშემო არსებული სასაფლაო არამედ, 1595 წელს თურქეთის თავდასხმები, სადაც ნახსენებია სომხურ ტერიტორიებზე გავრცელებული სახელები. სხვათა შორის, კუმურდო ჯავახეთის იმ მცირერიცხოვან სოფელთაგანაა, სადაც წლებია სომხეთის მკვიდრი მოსახლეობა ცხოვრობს.

რა თქმა უნდა, გარკვეული სარემონტო სამუშაოების შემდეგ (კერძოდ კი ეკლესიის დასავლეთი ნაწილის შეკეთება, ჩრდილოეთ ნაწილში ნათლობის ადგილის მოწყობა და ა.შ) 1830-იან წლებში ეს ეკლესია კიდევ ერთხელ იქნა ნაკურთხი და ფუნქციონირებდა თითქმის ერთი საუკუნე (1920-ინების შუამდე), რომლის შემდეგ ის აღარ მოქმედებდა, მაგრამ მუდმივად იყო ადგილობრივების ზრუნვის ქვეშ. სხვათა შორის, ეკელესიასთან მდებარე სასაფლაოზე დაკრძალვები გრძელდებოდა XIX  საუკუნეში და 1900-იანი წლების დასაწყისში.

ნათქვამიდან გამომდინარეობს, რომ კუმურდოს წმინდა ამაღლების ეკლესიას ჰქონდა ისტორიის ორი მნიშვნელოვანი ეტაპი. პირველი ,აშენებიდან XIII საუკუნის ბოლომდე, ანუ დაახლოებით 300 წელი, როდესაც მოქმედებდა როგორც მართლმდიდებლური ეკლესია (სავარაუდოდ, ემსახურებოდა მართლმადიდებლობაზე გადასულ ადგილობრივ სომხებს) და მეორე XIV საუკუნიდან  XX საუკუნის დასაწყისი, ანუ 600 წელზე მეტი, როდესაც მოქმედებდა როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია.

ბოლოს მსურს აღვნიშნო, რომ თუ მაგალითისთვის თავდაპირველად სამოციქულო ეკლესიის მიმდევარი სომხების მხრიდან აშენებული თბილისის წმინდა სტეფანოსის, ავლაბრის წმინდა კარაპეტის, ვერას სურბ ხაჩისა და სხვა სომხური ეკლესიები, რომლებიც 1900-იან წლებში მართლმადიდებელი ეკლესიის წესით ხელახლა კურთხევის შემდეგ უკვე 25 წლია ფუნქციონირებს, როგორც ქართული ეკლესია, მაშინ რატომ არ შეიძლება, რომ სომხებით დასახლებულ სოფელში მინიმუმ 600 წლის განმავლობაში მოქმედი ეკლესია ჩაითვალოს სომხურად და ემსახუროს ადგილობრივ მოსახლეობას? ეს რა დისკიმინაციული მოპყრობაა საქართველოს ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების მიმართ.

ჩვენთვის განსაკუთრებით გაურკვეველია საქართველოს სომხური თემის ქცევა, რომელიც ფაქტობრივად უარს ამბობს სომხურ სოფელში მდებარე ეკლესიაზე, რომელიც როგორც სომხური სამოციქულო ეკლესია იმ სოფლის მრევლს ემსახურებოდა ექვსი საუკუნე და თავისთავად სომხური ეკლესიის ისტორიის ნაწილია.

ჰაიოსი და ქართლოსი ძმები არიან, ამიტომ საკითხი უნდ გადაიჭრას ძმური სიყვარულით, ერთმანეთის მიმართ პატივისცემით და ურთიერთგაგებით.

ძმებმა ერთმანეთზე კი არ უნდა მოიპოვონ გამარჯვება, არამედ ერთად უნდა გაიმარჯვონ.”

Leave a Reply