საქართველოს სომეხთა სათვისტომო სოფელ კუმურდოს ინციდენტზე ქართული და სომხური ეკლესიების მიმართვას ეხმაურება

საზოგადოებრივი ორგანიზაცია “საქართველოს სომეხთა სათვისტომო” თავის ოფიციალურ ვებ-გვერდზე  სოფელ კუმურდოს ინციდენტთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს, სომხური ეპარქიისა და საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის მიერ გავრცელებულ ერთობლივ მიმართვას  გამოეხმაურა და მას “ზეწოლის შედეგად შედგენილი მიუღებელი განცხადება” უწოდა.

ორგანიზაციის პრესმდივანმა სანდრო ოჰანიანმა  ალიქ მედიას განუცხადა, რომ საქართველოში სომხური სამოციქულო ეკლესიის ეპარქიაზე ზეწოლა მოხდინეს. საპასუხოდ ოჰანიანმა აღნიშნა, რომ ზეწოლის დამადასტურებული ფაქტები არ გააჩნია, ხოლო განცხადებას საფუძვლად უდევს ვარაუდი ზეწოლის მოხდენაზე. ამასთან, ოჰანიანმა არ დააკონკრეტა ვისგან მოდის ეს ვარაუდი:

“შესაძლოა, საპატრიარქოს ან სახელმწიფოს მიერ იყო ზეწოლა, რის შედეგადაც ეპარქიამ უარი თქვა სომხურ მემკვიდრეობაზე. კუმურდოს ეკლესია სომხურია, ამის დამადასტურებელი ფაქტები არსებობს”, – აღნიშნა ოჰანიანმა.

Leave a Reply