ნინოწმინდის სამშობიაროს ახალი დანადგარები აქვს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სამშობიარო ახალი დანადგარებით აღიჭურვა, რომლის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს.

დანადგარები სამშობიაროსთვის კომპანიამ “ევექსმა” უზრუნველყო.

სამშობიაროს დირექტორის, ნატო ირამაძის თქმით, სამშობიარო ახლა უკვე შეესაბამება სახელმწიფო ნორმებს.

სამშბიაროში ორი გინეკოლოგი მუშაობს, ერთი კენონატოლოგი, 4 მედდა, ახალშობილთა მომვლელი კიდევ 4 მედდა, 4 მეან-გინეკოლოგი და 4 სანიტარი.

სამშობიაროს ორი პალატა აქვს, რომელთაგან თითოს 5 პაციენტის მომსახურება შეუძლია.

საოპერაციო ასევე უზრუნველყოფილია საჭირო ინვენტარით, დანადგარებითა და სამედიცინო საშუალებებით, წერს ნინოწმინის რადიო ნორი.

საკეისრო კვეთის ჩასატარებლად აგილობრივი გინეკოლოგები და ნეონატოლოგები გადამზადებას ქუთაისში გაივლიან.

Leave a Reply