თანამშრომლობა აგრო მიმართულების გაძლიერების მიზნით- JRC სომხეთის TV Media ALT პარტნიორი გახდა

ჟურნალისტიკის რესურსცენტრსა და სომხეთის TV Media ALT შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. მიზანი, სომხურ- ქართული ერთობლივი აგრო სატელევიზიო შინაარსის მოზადებაა. მეზობელ ქვეყანაში პარტნიორი,  აგროთემატური კონკურსის მიხედვით შეირჩა, რომელიც JRC-ის პარტნიორი მედია ინიციატივების ცენტრის მიერ იყო გამოცხადებული.

კონკურსში გამარჯვებულ ორგანიზაციას საქართველოდან პროფესიული სატელევიზიო ტექნიკა გადაეცა. პროექტს მხარს Mercy Corps უჭერს.