“ახალქალაქის დღე” წელს პირველად აღინიშნება

2017 წლის სექტემბერში, პირველად ჩატარდება ფესტივალი – “ახალქალაქის დღე”.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, 4 სადღესასწაულო ღონისძიების ორგანიზებისთვის, 11 862 ლარის ოდენობის ტენდერი ჩატარდა. ტენდერში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ, შპს “სამასვალი-1”, რომელმაც 11 577 ლარი მიიღო. ეს თანხა გულისხმობს: ღონისძიება “ჯივანობის”, “ახალქალაქის დღის”, სოფელ სულდაში აშუღ ტიფილის პატივსაცემი ღონისძიებისა და სოფელ ვარევანის გმირებისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას.
ეს ღონისძიებები წლის სხვადასხვა დროს ჩატარდება.
“ახალქალაქის დღე” სექტემბერში გაიმართება, თუმცა სატენდერო დოკუმენტაციაში კონკრეტული რიცხვი მითითებული არ იყო.
წელს, ქალაქის გამგეობამ დღესასწაულისთვის 12 000 ლარი გამოყო. როგორ ჩატარდება დღესასწაული, სექტემბერში გაირკვევა.

jnews.ge

Առաջին անգամ նշվելու է «Ախալքալաքի օրը»

Leave a Reply