პროშიანის კონიაკის ქარხანაში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

სომხეთში, სოფელ არმავირში, “პროშიანის კონიაკის ქარხნის” ფილიალში მომხდარი ხანძრის შედეგად, წინასწარი მონაცემებით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ facebook-ის საკუთარ გვერდზე ჯანდაცვის მინისტრის სპიკერმა ალინა ნიკოღოსიანმა განაცხადა.
”ოთხი მოქალაქე სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით გადაიყვანეს არმავირის სამედიცინო ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში სადაც მათ პირველადი დახმარება უტარდებთ. პაციენტების მდგომარეობის დასტაბილურების შემდეგ, ისინი გადაიყვანილ იქნებიან დამწვრობის ეროვნულ ცენტრში”, – წერს ნიკოღოსიანი.