“ყველა გზას საბოლოოდ ჯავახეთში მოვყავარ”

ღრმად ვსუნთქავ. მძიმე და ტენიანი ჰაერის ჩვეულებრივზე დიდხანს ფილტვებში დატოვების შემდეგ ნახშიროჟანგთან ერთად ასევე ამოვისუნთქე ჩემში არსებული მონატრება და არნაცხოვრები ჩემი დაკარგული დღეების სევდა.

საქართველოს სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, საზღვარზე შესვლის დამადასტურებელი ბეჭედის ხმის მოსმენისთანავე ვჩქარობ სახლისკენ  

მიწაზე მყარად ვდგავარ. უკვე თეთრი დასვრილი  კეტები ნახევრად მიწაშია, მაგრამ ეს დიდად არ მაღელვებს, რადგან ჩემს მშობლიურ მიწას მე, მე კი ის რაღაც არამქვეყნიური სიყვარულით გვიყვარს ერთმანეთი და ეს ჩვენი ჩახუტების ორიგინალური ვერსიაა. მშობლიურ სოფელს დიდი ხნის ცქერის შემდეგ ნაბიჯებს სახლში მივყავარ, სახლში სადაც გაიარა ჩემმა ბავშვობამ, სადაც თონის ლავაშის სუნი მაგონებდა საკმევლის სუნს, სახლში სადაც ყველაფერი ოთხად ნაწილდებოდა: დებს, ძმასა და ჩემს შორის. ეს მოგონებები ფაზლივით ეწყობა ერთმანეთში როდესაც ოთხივე ისევ მშობლიურ სახლში თავს ვიყრით.

მშობლიური სახლი და სამშობლო კი დედივითაა: ყველაფერს გპატიობს, დიდი ხნის განშორების შემდეგაც კი სულმოუთმენლად და დიდი სიყვარულით გიღებს, პირველ რიგში გკვებავს, შემდეგ დაწვრილებით გამოგკითხავს ყველაფერს, და მხოლოდ ამის შემდეგ გაძლევს დასვენების უფლებას…

ახლა კი ყველაფერს თავიდან დავიწყებ. დავიბადე ჯავახეთში. საზღვართან მდებარე სოფელ კარწახში. აქ, სადაც ქვეყნის საზღვრები მკაფიოდ არის მოხაზული, ვიაზრებ მის უსაზღვრობას და უფრო ფართოდ, გაშლილად და სივრცობრივად მიყვარს იგი.

ხოლო მშობლიური მიწას აქვს მეხსიერება, იცის მონატრება, რამდენი ხნითაც არ უნდა დავტოვოთ იგი მაინც სიხარულით გვიღებს. ამ მიწაზე უფრო მყარად ხარ, ნაბიჯები უფრო თავდაჯერებული, მერე რა, რომ თეთრ კეტასები ნახევრად მიწაშია, მიწასთან ჩახუტებული.

მიწას აქვს სიმღერა, ეს სიმღერა ნებისმიერი გლეხის ტუჩია, მინდორში  მუშაობისას, თიბვისას, ხის დარგვისას, მინდვრებში და ყანებში უბრალოდ სიარულისას, ეს სიმღერა ყველგანაა, სიჩუმეშიც კი არის ეს სიმღერა.

ჰომ ჰოროველ ჰორი ლორი ლურა ლორიიი ლორ ჰოროველ………

მიწამ სიყვარული იცის, უსაზღვრო და დაუბრუნებელი სიყვარულით. მიწამ პატება იცის, მიწამ ლაპარაკი, მოსმენა, ხედვა იცის ხოლო ყველა მარცვალი თავის მიწაზე ხარობს. ხოლო მე თუმდაც დიდი ხნის არყოფნის შემდეგაც, აუცილებლად ვბრუნდები სამშობლოში, რადგან ყველა გზას მაინც ჯავახეთში მოვყავვარ.

ვხსნი სამოგზაურო ჩანთას, უცხო სურნელს ჯერ კიდევ ვგრძნობ. ნაზად ვიღებ ჩემს ტანსაცმელს და ვფენ მზეზე, შემდეგ ვეხვევი მზის სხივებში და ვთბები. სადღაც მოჩქარე ღრუბლებს ვესაუბრები, შემდეგ ჩემს მიერ დანახულ ღამეებს შორის ყველაზე ვარსვკლავიან ცას ვუყურებ, ყოველ ჩამოვარდნილ ვარსკვლავთან ერთად სურვილს ჩავიფიქრებ ხოლმე, მანამდე სანამ დედაჩემი არ შემახსენებს, რომ ჩემოდანი ჯერ კიდევ მე მელოდება. 

ტანსაცმლის ქვეშ თვალისჩინივით შენახულ ბიბლიას ვიღებ, ვდებ საწოლთან თაროზე, ის ჩემი მუდმივი თანამგზავრია ყოველ გზაზე. 

აუცილებლად ვიღებ წასაკითხ წიგნებს, შემთხვევით ვიღებ ერთს და  ვშლი რომელიმე გვერდს, ვიწყებ კითხვას….

ეს ჩემი სამყაროა- ზომებით ისეთი, რომ თავისუფლად ეტევა ჩემს გულში, რომ შემთხვევით ვერ შევძლო….

სამშობლო არ არის იქ სადაც შენი სახლია, სამშობლო იქ არის სადაც შენი გულია, ჩემი გული კი ჯავახეთის მთებშია, ჩემი გამომეტყველება ეკუთვნის აბულის მთას, ფიქრები კი ჯავახეთის ჰორიზონტს.ჩემოდანში ბიბლიაა, ყველა გზას კი საბოლოოდ ჯავახეთში მოვყავარ. 

ჰერმინე კარაპეტიან