სომხეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინინი, რომელიც ორდღიანი სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება 31 მაისს, თბილისში ადგილობრივ ქართველ და სომეხ ბიზნესმენებს შეხვდა. ფაშინიანს სამუშაო სადილი ჰქონდა ჯერ ქართველ, შემდეგ ადგილობრივ სომეხ ბიზნესმენებთან.

ფაშინინმა ბიზნესმენებს ეკონომიკის სფეროში სომხეთის მთავრობის პრიორიტეტები, ბიზნეს სფეროს განვითარებისთვის საჭირო სტრატეგია და კორუპციის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები გააცნო.

მან ხაზი გაუსვა სომხურ-ქართული ბიზნესკავშირების განვითარებას და აღნიშნა , რომ მზად არის ბიზნესთან თანამშრომლობით გაზარდოს ბიზნესის და საინვესტიციო პროექტების მასშტაბები, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კაპიტალის გაფართოებას სომხეთში.

Leave a Reply