დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში კიმ კარდაშიანს უმასპინძლა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 30 მაისს, Twitter-ზე სომხური წარმოშობის რეალითი შოუს ვარკსვლავთან კიმ კარდაშიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით -“დიდებული შეხვედრა მქონდა კიმ კარდაშიანთან, მას ვესაუბრე ციხეების რეფორმებისა და განაჩენების შესახებ”, – განაცხადა ტრამპმა.

შეხვედრის შესახებ კიმ კარდაშიანმა საზოგადოებას ტვიტერიდან განუმარტა. მისი თქმით, თეთრ სახლში ვიზიტი 63 წლის პატიმარ ქალს, ელის მარია ჯონსონს ეძღვნებოდა, რომელსაც 30 მაისს დაბადების დღე ჰქონდა. ჯონსონს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი ნარკოტიკების მოხმარების გამო და კარდაშიანმა ტრამპს მისი შეწყალება სთხოვა.

აღსანიშნავია, რომ კიმმა ამ საქმის დაინტერესებით ივანკა ტრამპიასა და მისი მეუღლის ყურადღებაც მიაპყრო.

38 წლის ეროვნებით სომეხი კიმ კარდაშიანი ამერიკელი მოდელი და რეალითი შოუების ვარსკვლავი გახლავთ. იგი ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა მისი და მისი ყოფილი შეყვარებულის, რეი ჯეის სექს ფოტოები და ტელეარხზე E! ნაჩვენები რეალითი შოუდან მისი და მისი ოჯახის წევრების მონაწილეობით.

Leave a Reply