ერევანში ბელარუსის დემონსტრაციებს სოლიდარობა გამოუცხადეს

13 აგვისტოს სომხეთის დედაქალაქ ერევანში მოქალაქეებმა აქცია გამართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს ბელარუსში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე გამოსულებს.

აქცია სომხეთის პარლამენტის შენობის წინ დაიწყო და მთავრობის კანცელარიასთან დასრულდა რესპუბლიკის მოედანზე. ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან ამ დრომდე მიმდინარეობს საპროტესტო დემონსტრაციები ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ.

წყარო – netgazeti.ge