სომხეთის პრეზიდენტმა ჰენრი კისინჯერი სომხეთში დაპატიჟა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა, რომელიც სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება, ცნობილ ამერიკელ სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი ჰენრი კისინჯერი სომხეთში დაპატიჟა. კისინჯერმაც მიიღო სარგსიანის შემოთავაზება.

4 ოქტომბერს, სომხეთის პრეზიდენტისა და ჰენრი კისინჯერის ოფიციალური ვახშამი გაიმართა. რესპუბლიკის პრეზიდენტმა და ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა გლობალური პოლიტიკისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხების შესახებ ისაუბრეს, კერძოდ, სამხრეთ კავკასიის პრობლემებსა და გამოწვევებზე.

ჰენრი კისინჯერი 1973-1977 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა, ხოლო აშშ-ის პრეზიდენტების რიჩარდ ნიქსონისა და ჯერალდ ფორდის მთავრობის დროს პრეზიდენტის მრჩეველის თანამდებობაზე იყო.