სომხური ავიაკომპანია საქართველოს დასახმარებლად ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს

სომხური ავიაკომპანია Armenia საქართველოს ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით ტრანზიტულ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

რეისები შესრულდება: გიუმრი-მოსკოვი-გიუმრი, გიუმრი-ბათუმი-გიუმრი მიმართულებით, ასევე მიმართულებებს თბილისი-ერევანი და ერევანი-თბილისი რეისები კიდევ დაემატება.

ფრენები სომხეთიდან 8 ივლისიდან დაიწყება.

რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადაც 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. გარდა ამისა, პუტინმა რუსეთის ხელისუფლებას საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველყოფა დაავალა.