ოკუპირებული წყლის ფასი

„21-ე საუკუნეა, სამყარო ვითარდება, ხალხი ხედავს, რომ მათ მეტი სჭირდებათ, მაგრამ ჩვენ ომი ვნახეთ, ყველაფერი დავკარგეთ და ახლა, მინიმალური საარსებო პირობების გარეშე ვცხოვრობთ, წყალი არ გვაქვს“, – ამბობს სოფელი ქვეშის მკვიდრი გიული ელიზბარაშვილი, რომელიც ომის შემდეგ, საოკუპაციო ზოლთან, ასეთ პირობებში, აგრძელებს ცხოვრებას.

რუსეთის ფედერაციას საქართველოს ტერიტორიის 20 %-თან ერად, მისი წყლის რესურსებიც ოკუპირებული აქვს.

საქართველოს წყლის რესურსების ნაწილიცაა ოკუპირებული რუსეთის მიერ, ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის ოც პროცენტთან ერთად. Კონფლიქტის შედეგად ხშირად ზარალდებიან საოკუპაციო ზოლის სოფლების მაცხოვრებლები- ეზრდებათ საყოფაცხოვრებო და ძირითადი ცხოვრებისეული საჭიროებები.

1990-2008 წლებში საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში კონფლიქტებმა და რუსულმა აგრესიამ ასობით ათასი ადამიანი იძულებით გადაადგილებულ პირად-დევნილად აქცია . ხოლო, მოსახლეობას, რომელიც საოკუპაციო ხაზების ტერიტორიაზე დარჩა საცხოვრებლად, მუდმივად ექმნება მნიშვნელოვანი სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემები.

ბოლო წლებში, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლების მცდელობებმა გააფართოვოს ოკუპირებული ტერიტორიები, გამყოფ ხაზებთან მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების პირობები მნიშვნელოვნად გააუარსეა, განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, საკონტაქტო ხაზთის გასწვირვ მდებარე 116 სოფელში, დაახლოებით, 46 000 ადამიანი ცხოვრობს.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სოფლებში სასმელ წყალს მხოლოდ და მოხლოდ ჭაბურღილებების საშუალებით იღებს. ადგილობრივების თქმით, წყალი ორ დღეში ერთხელ აქვთ, ამასთან, წყლის ხარისხი და მისის სისუფთავეც პრობლემურია. ადამიანის უფლებათა ცენტრის 2019 წლის სასმელი წყლის სისუფთავის კვლევის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტის მრავალ სოფელს ჯანმრთელობისთვის საშიში და დაბინძურებული წყალი მიეწოდება.

საქართველოს სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი, თამთა მიქელაძე, რომელიც წლების განმავლობაში აწარმოებს კვლევებს კონტაქტის ხაზთან მიმდებარე სოფლებში, ამბობს, რომ ომის შემდეგ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული სოფლების მაცხოვრებელთა 70 პროცენტს სახელმწიფოსგან დაკარგული რესურსების სრული კომპენსაცია არ მიუღია.

„სამწუხაროდ, საოკუპაციო ხაზზე ჩვენი დაკვირვებები აჩვენებს, რომ კონკრეტულად სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით პრობლემები არსებობს. ეს ეხება საბავშვო ბაღებს, აფთიაქებს, საავადმყოფოებს ან სასმელ წყალს. წყალი არის ძირითადი რესურსი. წყლის გამოყენება – ეს არის ადამიანის ძირითადი უფლება. Თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ წყლის რესურსებზე ხელმისაწვდომობა პრობლემაა, განსაკუთრებით საკონტაქტო ხაზის სოფლებში. აქ ხალხს უწევს ჭაბურღილების და წყლის ბუნებრივი წყაროების გამოყენება. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჰქონდეს მგრძნობიარე პოლიტიკა, რომელიც ამ რეგიონებში ადამიანურ უსაფრთხოებას ეფუძნება , რათა იქ შესაძლებელი გახდეს მათი სოციალური ცხოვრების სტაბილიზაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ ტერიტორიებზე შიდა მიგრაციის კონტროლი ძალიან რთული იქნება, რაც უკვე დადასტურებულია საკონტაქტო ხაზის სოფლებში“.

ჯერ კიდევ 2017 წელს გორის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა სოფლებში ქვეშში და ქვემო არცევში მყოფმა განაცხადა: „2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გორის რეგიონში არსებულ სხვა პრობლემებთან ერთად, დღის წესრიგში დადგა სასმელი წყლის პრობლემა, ჩვენი ხელისუფლების პირობებში აღნიშნული სოფლების სასმელი წყლით უზრუნველყოფის პროცესი ეტაპობრივად დაიწყო. ახალი ჭაბურღილის ამოქმედებით ათეულობით სოფელს სასმელი წყლის პრობლემა აღარ ექნება“.

„ალიქ მედიამ“ გორის მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია, თუ რამდენ სოფელს აქვს წყლის პრობლემა და როდის იგეგმება პრობლემის საბოლოოდ მოგვარება.

გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წერილის მიხედვით, პრობლემა 36 სოფელშია, რომლის მოგვარებას 2023-2024 წლებში გეგმავენ.

„ალიქ მედიის“ გადამღები ჯგუფი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებს ქვეშის და ქვემო არცევს ესტუმრა, სადაც მოსახლეობამ ძირითადად ცარიელი ჭები გვაჩვენა, წყლის ონკანები არ არის და წყალი მხოლოდ ყოველ მეორე დღესა ხელმისაწვდომი და ის არც ისე სუფთაა.

სოფელ ქვეშში მცხოვრები ლარისა რჩეულიშვილი, გიული ელიზბარაშვილი და ეველინა ჯაშაშვილი სოფლის აქტიური „ტრიოა“. ყოველ დილით ყავის სუფრის გარშემო განიხილავენ რა უნდა გააკეთონ, რომ წყალი 24 საათის განმავლობაში იყოს ხელმისაწვდომი.იქიდან გამომდინარე, რომ მუდმივი წყალომომრაგება მათთვის შერეულ მომავალს წარმოადგენს, ისინი ცდილობენ ერთად ივარაუდონ და გამოიცნონ, თუ დღის რომელ მონაკვეთში ექნებათ წყალი, რათა სწორად დაგეგმონ ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმიანობა და გრაფიკით მოსული წყალი არ გამორჩეთ.

„სარწყავი წყალი გვაქვს, წყალი ჩამოდის, მაგრამ სასმელი წყლის პრობლემა გვაქვს. მხოლოდ, ორ დღეში ერთხელ მოდის“, – ამბობს სოფელ ქვეშში 60-წლამდე მცხოვრები ლარისა რჩეულიშვილი.

ქვეშში მცხოვრები ლარისა ამბობს, რომ: “ცოტა მაღლა [რედ. სოფელ ქვეშის ჩრდილოეთით] არის იკორთას ეკლესია. ეს არის მე-11-მე-12 საუკუნეებში აშენებული ეკლესია, როგორც სვეტისცხოველი, ცოტა პატარაა. ომამდე ქვეშშიც და არცეველიც დადიოდნენ სალოცავად, ახლა კი არავის უშვებენ, სხვა როგორ წავიდეთ, მთელი ადგილი შემოღობილია. აქ, სოფელთან, ჩვენს ბაღებთან, ყველაფერი მავთულხლართებით არის დაფარული”.

„დაახლოებით 1,5 ჰექტარი ვაშლის ბაღები გვქონდა, ვერ მოვრწყავით და გაშრა. ვერც მოსავალი მივიღეთ. ბანკის ვალიც ვერ გადავიხადეთ. პრობლემები გვაქვს. არა მარტო მე და ჩემს ოჯახს, ბევრ ადამიანს აქვს ეს პრობლემა. ბაღები დავკარგეთ, ვერ ვამუშავებთ. ადრე ბაღებში შესვლის გვეშინოდა, რადგან ძაღლებით და შეიარაღებულები მოდიოდნენ, ხშირად გვიტაცებდნენ, ახლა კი საერთოდ არ დავდივართ. ახალგაზრდები ხანდახან ეწინააღმდეგებიან, კამათობენ და საფრთხე უფრო დიდია: ზიანს მიაყენებენ“, – ამბობს ლარისა.

ქვეშში მცხოვრებლები ამბობენ, რომ სოფლის ოკუპირებულ ნაწილში 20 ჰექტარზე მეტი მიწა აქვთ, თუმცა ომის შემდეგ უკან დაიხიეს და მიწა და ვაშლის ბაღები დატოვეს.

ეკოტურიზმის სპეციალისტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი ნინი ტიგიშვილი ამბობს, რომ ომის შემდგომ პერიოდში მთავარი აქცენტი გორის რეგიონის პრობლემებზე კეთდება. ომის შემდეგ, უპირველეს ყოვლისა, ხალხმა დაკარგა საძოვრები, დასამუშავებული მიწა, რამაც დიდი გავლენა იქონია სოფლის მეურნეობის დაქვეითებაზე და ამ ყველაფერთან ერთად წყლის პრობლემა, როგორც სარწყავი, ისე სასმელი წყლის უქონლობა, უმთავრესი პრობლემაა.

სარწყავი არხი მდინარე ქსანიდან იღებს სათავეს. Სარწყავი სისტემის ის ნაწილი, სადაც წყალი გროვდება და სხვადასხვა მიმართულებით ნაწილდება , 2008 წლიდან რუსული ძალების კონტროლის ქვეშაა და როგორც ნინი თიგიშვილი ამბობს, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მათ შეწყვიტონ წყლის მოწოდება, საირიგაციო ნაკადებს მიმართულება შეუცვაონ.

 

„ამას ვამბობ დარწმუნებით, რომ მსგავსი შემთხვევები იყო წარსულში. რუსებმა წყალის მოწოდება ჩაკეტეს და დასხლებაში წყალი არ იყო დაახლოებით ერთი კვირა. ეს არის უწყვეტი პროცესი და ხალხს ყოველთვის ეშინია მსგავსი შემთხვევების განმეორების“, – ამბობს თიგიშვილი.

სოფელ ქვეშში ბევრს საკუთარი ჭა აქვს ეზოში, რადგან წყალი აქვთ ორ დღეში ერთხელ და, როგორც ადგილობრივები ამბობენ, “მოსწრებაზეა”.

წყლის გრაფიკით მიწოდების გამო, მოსახლეობას უწევს საკუთარი დღე იმგვარდად დაგეგმონ, რომ წყლის მოსვლამდე საქმეები გაკეთებული ჰქონდეთ და წყლის მიწოდების ძვირფასი დრო მასთან დაკავშირებულ აქტივობას დაუთმონ, იქნება ეს დარეცხვა, ბანაობა თუ სხვა საყოფაცხოვრებო საქმე. აღსანიშნავია ისიც, რომ ზოგჯერ წყალი ისეთ დროს მიეწოდებათ, რომ მოსახლეობა საჭიროებების დაკმაყოფილებას ვერ ასწრებს. ეს პრობლემა განასკუთრებით მრავალშვილაინ ოჯახებს აწუხებთ, რადგან მათ წყლის მეტი მოხმარება სჭირდებათ, თუმცა გრაფიკით გამოყოფილი პერიოდი საკმარისი არაა.

ქვეშში ჩვენი ყოფნის დროს, ადგილობრივი მცხოვრები ეველინა ჯაშაშვილი გაბრაზდა: იმ დღეს მხოლოდ დილის 8-დან 11 საათამდე მისცეს წყალი, წყლის ავზების შევსება და საოჯახო საქმეების გაკეთებაც ვერ მოასწრეს.

„წყალზე ნუ ლაპარაკობ, ძალიან გაბრაზებული ვარ. ჩვენ დიდი ოჯახი ვართ, ყოველდღე გვაძლევენ წყალს და ესეც ძალიან მოკლე დროით, ვერაფერს ვახერხებთ“, – ამბობს ის.

ეველინას მეზობელი გიული ელიზბარაშვილი ადასტურებს მის სიტყვებს, ამბობს: „როცა წყალს გვაძლევენ, უნდა ავავსოთ ის ცისტერნები, რაც გვაქვს და ამავდროულად ავიღოთ სასმელი წყალი და ასე შემდეგ…“

ექსპერტი ნინი ტიგრანიშვილის თქმით, 2008 წლამდეც იყო უწყლოობის პრობლემა მაგრამ ახლა, როცა სასმელი წყლის წყაროები რუსული ძალების კონტროლის ქვეშ დარჩა, რაიმე სარემონტო სამუშაოების ჩატარება შეუძლებელი გახდა. ასევე, საოკუპაციო ხაზის გამო, წყლის ახალი არხების გაყვანაც პრობლემურია.

„არსებობს შიში, რომ როდესაც ვითარება დაიძაბება ან რუსული მხარე გადაწყვეტს საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას, ეს შეიძლება, პირველ რიგში, წყლის დაბინძურებით გააკეთოს. მავნე ნივთიერებები სასმელ ან სარწყავი წყალში გაურიოს. რამდენიმე წლის წინ აფეთქება მოხდა რუსი მესაზღვრეების არსენალში, რომელიც მდინარე ქსნის ნაპირას მდებარეობს და დღეების განმავლობაში დაბინძურებული წყალი მოედინებოდა, რის გამოც, მოსახლეობა ცხოველებს მდინარის წყალსაც ვეღარ ასმევდა”. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფლებში არსებულ პრობლემებზე აჩვენებს, რომ სოციალური პრობლემებთან ერთად, უწყლოობა, ყველაზე დიდი პრობლემაა. უფრო მეტიც, სოფლის მეურნეობის განვითარებაც წყალზეა დამოკიდებული, რომელიც ამ ტერიტორიაზე მცხოვრებთა შემოსავლის ერთადერთი წყაროა.

ამავე კვლევის მიხედვით, კონტაქტის ხაზთან მიმდებარე სოფლებში უმუშევრობა პრობლემად რჩება, მოსახლეობა ამბობს, რომ არ არის აფთიაქი ან სამედიცინო ცენტრი. ზოგიერთ სოფელს არ აქვს ბუნებრივი აირი და რაც მთავარია, არ აქვთ უწყვეტი სარწყავი და სასმელი წყალი.

კონფლიქტის შედეგად სარწყავი წყლის რესურსებზე წვდომა შეუწყდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ამის შესახებ ნათქვამია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიშში. „იმის გათვალისწინებით, რომ სოფლის მეურნეობა არის დასაქმების ძირითადი სექტორი გამყოფ ხაზებთან, ეს პრობლემა ეკონომიკური განვითარების მთავარი დაბრკოლებაა. ამასთან, ეს არის მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების პრობლემაც“ – ვკითხულობთ ანგარიშში.

რაც შეეხება სოფელ ქვემო არცევს, აქ სასმელი წყლის სისტემის ასაშენებლად ჯერ კიდევ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 135 ათასი ლარი (დაახლოებით 50 ათასი აშშ დოლარი) გამოიყო. თუმცა, როგორც მცხოვრებლები ამბობენ, წყალმომარაგება კვლავ გრფიკითაა და არასრულად მუშაობს, ზოგიერთ რაიონში კი ახალი სისტემა შენდება.

მანამდე, 2016 წელს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებით, მთავრობამ 3 მილიონი ლარი გამოყო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ წყლით უზრუნველყოფილი იქნება 11 ათასზე მეტი ადამიანი. ზემოაღნიშნულიდან 7 წელი გავიდა, მაგრამ პრობლემა ისევ აქტუალურია.

ორგანიზაცია „მმართველობა განვითარებისთვის-G4G“-ის კვლევის მიხედვით, დღეის მდგომარეობით წყალმომარაგებით უზრუნველყოფილია საქართველოს მოსახლეობის 66,4 პროცენტი, საიდანაც თბილისისა და აჭარის გარდა, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 35 პროცენტს აქვს წვდომა წყალმომარაგებაზე.

„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 163-ე მუხლის მიხედვით, მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ მოსახლეობა სასმელი წყლით. კანონმდებლობის მიხედვით, მუნიციპალიტეტი ხშირად აფორმებს ხელშეკრულებას ლიცენზირებულ იურიდიულ პირთან, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს სასმელი წყლის მომარაგებისა და გაწმენდის მომსახურებას. სხვა შემთხვევაში, სასმელი წყლის მიწოდებისა და განაწილების მომსახურებას ახორციელებს გაერთიანებული სახელმწიფო წყალმომარაგების კომპანია. თუმცა, ეს არ ათავისუფლებს მუნიციპალურ ორგანოს წყალმომარაგების პასუხისმგებლობისგან, რადგან ყველა შემთხვევაში ადგილობრივი ორგანო აფორმებს ხელშეკრულებას იურიდიულ პირთან ან გაერთიანებული სახელმწიფო წყალმომარაგების კომპანიასთან. “ალიქ მედიამ”, სხვათა შორის, პრობლემის უფრო ღრმად შესწავლის მიზნით, ინფორმაცია განოთხოვა აღნიშნული სამსახურისგან. Სახელმწიფო სტრუქტურები პასუხის მიღებას ათი სამუშაო დღე სჭირდება, რის შემდეგაც განვაახლებთ მასალას.

მიუხედავად მთელი რიგი პრობლემებისა, თამთა მიქელაძე მიიჩნევს, რომ ასეთი ფუნდამენტური პრობლემები შეიძლება გახდეს კონფლიქტის ტრანსფორმაციის მიზეზი.

„როდესაც ვსაუბრობთ სასმელ წყალზე, ეს ხდება მაშინ, როდესაც რეზერვუარები და წყლის წყაროები რჩება კონფლიქტის მეორე მხარეს, ეს შეიძლება იყოს კარგი შესაძლებლობა საზოგადოებათაშორისი კომუნიკაციისთვის და, შესაბამისად, კონფლიქტის ტრანსფორმაციისთვის. ასეთი საკითხების გადასაჭრელად კომუნიკაცია, როგორც წესი, დადებითად მოქმედებს კონფლიქტის ძირითად საჭიროებებზე ტრანსფორმაციაზე. ამრიგად, წყლისა და ჯანდაცვის საკითხები იმ სფეროებს შორისაა, სადაც ასეთი კომუნიკაციების შესაძლებლობები მაღალია. ხშირ შემთხვევაში, კონფლიქტის მოსაგვარებლად ფუნდამენტური კითხვები გამოიყენება. მსგავსი დისკუსია არის ენგურჰესზე მოლაპარაკებებში, ასევე ცხინვალის მიმართულებით წყალსაცავების კუთხით“.

ომიდან 15 წლის შემდეგაც , საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ადამიანებს უამრავი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვთ. მოსახლეობას წყალი, გაზი და მსგავის საყოცახოვრებო პირბოები არ გააჩნია. ამასთან, ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, 2022 წელს რუსმა სამხედროებმა საკონტაქტო ხაზი დარღვევის ბრალდებით 55 ადამიანი გაიტაცეს. 2021 წელს გატაცებულთა რაოდენობა 81 იყო. აქვე აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს, რუსმა სამხედროებმა ეკლესიაში შესვლის გამო, სოფლის მაცხოვრებელი, თამაზ გინტური მოკლეს, ხოლო ერთი ადამიანი უკანონოდ დააკავეს.

ამ, უმძიმესი საყოფაცხოვრებო პირობებისა და რისკების მიუხედავად, ადგილობრივები აცხადებენ, რომ ადგილზე დარჩებიან და მინიმალური საჭიროებისთვისაც კი ბრძოლას გააგრძელებენ.

პუბლიკაცია მომზადდა ფონდი Journalismfund Europe-ის მხარდაჭერით.