სომხეთის იუსტიციის მინისტრმა სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციას უმასპინძლა

სომხეთის იუსტიციის მინისტრი არტაკ ზეინალიანი 15 აგვისტოს, სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგაციის დროებითი მოვალეობის შემსრულებელ დომინიკ ლიეგმს შეხვდა.

შეხვედრის დროს, მინისტრ ზეინალიანმა სომხეთში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქმიანობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს პატიმრების უფლებების დაცვის საკითხები.

Leave a Reply