სომხეთის პრემიერ-მინისტრი საღამოს განცხადებას გააკეთებს

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 16 ოქტომბერს, საღამოს განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“სომხეთი იწყებს ისტორიულ პერიოდს, რის შედეგადაც ჩვენ უნდა დავამთავროთ გაზაფხულზე სომხეთში დაწყებული არაძალადობრივი, ხავერდოვანი პოპულარული რევოლუცია. მაგრამ საღამოს ამ განცხადებას უფრო კონკრეტულად გავაკეთებ”, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

მოსალოდნელია, რომ ნიკოლ ფაშინიანი გადადგომასთან დაკვშირებით გააკეთებს განცხადს, რის შედეგადაც ეროვნული ანსამბლეის საგანგებო სხდომა გაიმართება.

2 ოქტომბერს, ღამით, მას შემდეგ რაც სომხეთის “რესპუბლიკურმა პარტიამ” საგანგებო სხდომა მოიწვია და მეორე მოსმენით მიიღო კანონი რეგლამენტში ცვლილებების შესახებ, კანონპროექტის მოწინააღმდეგეებმა, პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მოწოდებით, საკანონმდებლო ორგანოს დათხოვნის მოთხოვნით, პარლამენტს ალყა შემოარტყეს.

აქციის დროს მან გამოაქვეყნა სცენარი, რომლის მიხედვითაც იგი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგებოდა და თუ ეროვნულმა ასამბლეამ ორ ჯერ ვერ აირჩია პრემიერ-მინისტრი, კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტი დაიშალება და ვადამდელი არჩევნები ჩატარდა.