თურქეთის გააქტიურება რეგიონში – ხედვები საქართველოდან

საქართველოსთვის პრობლემატური არ არის თურქეთის როლის ზრდა სამხრეთ კავკასიაში, რადგან ოფიციალური ანკარა ნატოს წევრია. ასეთია ექსპერტების უმრავლესობის მოსაზრებები რეგიონში თურქეთის ყოფნისა და მისი პოზიციების განმტკიცების თაობაზე.

თურქეთის მხარდაჭერითა და ჩართულობით, აზერბაიჯანის მიერ 2020 წელს დაწყებული ყარაბაღის მეორე ომის მიმდინარეობისას და მას შემდეგაც ოფიციალური თბილისისთვის რეგიონში რუსეთის გავლენის ზრდა არის განსაკუთრებით შემაშფოთებელი.

სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც კრემლი გავლენის სფეროდ აღიქვამს, თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ თურქეთი დაბრუნდა. 44-დღიანი ომის შემდეგ, ანკარამ მოსკოვთან ხელი მოაწერა მემორანდუმს აღდამის რეგიონში “ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე კონტროლის ერთობლივი ცენტრის შექმნის” შესახებ, რითაც ფაქტობრივად უზრუნველყო ნატოს წევრი თურქეთის სამხედრო ყოფნა სამხრეთ კავკასიაში.

თურქეთის საკითხებში ქართველი ექსპერტი და რონდელის ფონდის მკვლევარი ზურა ბატიაშვილი რეგიონში თურქეთის პოზიციების გაძლიერებით საქართველოსთვის საფრთხეს არ ხედავს.

„თურქეთი საქართველოსთვის ნატოს წევრია. თბილისისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანკარას კარგი ურთიერთობა ჰქონდეს დასავლეთთან. თურქეთი და შეერთებული შტატები რჩებიან ნატოს ძლიერ წევრად, ხოლო ამ ურთიერთობებში დაძაბულობის მთავარი მიზეზი რუსეთია. რუსული S400-ების თურქეთისთვის მიწოდებამ სანქციები გამოიწვია. ამ ფაქტმა თურქეთი გააბრაზა, მაგრამ ეს განსაკუთრებული ნაბიჯი იყო. მართალია, თურქეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია, მაგრამ უახლოეს მომავალში ამ მხრივ პოზიტიური სიცხადე იქნება“, – აცხადებს ბატიაშვილი და გამორიცხავს თურქეთის ურთიერთობების მკვეთრ გაუარესებას ნატოსთან, აშშ-სთან და ევროკავშირთან. სანამ თურქეთი ნატოს წევრია, მისი თქმით, ის საქართველოსთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი დავით დარჩიაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოსთვის უფრო სასურველია ანკარის გააქტიურება, ვიდრე მოსკოვის. მისი თქმით, ფაქტობრივად, თურქეთი საერთაშორისო სამართლის ერთგული მოთამაშეა.

„არ დაგვავიწყდეს, რომ თურქეთი აგრძელებს ნატოს წევრად ყოფნას, არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და იცავს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპს – ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ყველაფერი აბალანსებს თურქეთის გავლენის ზრდის პოტენციურ რისკებს, რაც ნაკლებად საშიშია, ვიდრე იმპერიული რუსული პოლიტიკის გავლენის გაზრდა”.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მზარდ როლს საფრთხედ არ მიიჩნევენ ძირითადად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი და ყოფილი თანაგუნდელები, მისი მედია და ექსპერტები. თურქეთის გამოჩენა საქართველოში ზუსტად სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დაიწყო. მაშინ თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სტრატეგიული სავაჭრო პარტნიორი გახდა. საქართველოში უცხოური ინვესტიციების დიდი წილი თურქულია.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები 1992 წელს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ დაიწყო, მაგრამ ინტენსიურად განვითარდა, განსაკუთრებით 2003-2012 წლებში. თბილისმა და ანკარამ 2007 წელს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005 წელს საქართველოს ეკონომიკაში თურქულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 165 მილიონი დოლარი შეადგინა. 2006 წელს საქართველომ და თურქეთმა უვიზო რეჟიმს ხელი მოაწერეს, რამაც ხელი შეუწყო ორმხრივ ვიზიტებს და ახალი ინვესტიციების სტიმულირებას. 2007 წელს თურქულმა პირდაპირმა ინვესტიციებმა 500 მილიონი დოლარი შეადგინა. ხოლო მიმდინარე წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 419 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საქართველოს მთლიანი საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 20%-ია.

თურქული ინვესტიციები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორშია, ძირითადად სასტუმროსა და რესტორნების ბიზნესში. თურქეთი ჩართულია საქართველოს დიდი თბოელექტროსადგურების, ჰიდროელექტროსადგურების, რკინიგზისა და გზების მშენებლობაში.

თბილისის და ბათუმის აეროპორტების რეაბილიტირებული იქნა თურქული TAV Airports Holdings-ის მიერ და დღემდე იგი მართავს (ანუ ეს კომპანია). თურქული ინვესტიციები განსაკუთრებით აქტიურია თბილისსა და ბათუმში.

საქართველოს ყოფილი კონსული ტრაპიზონში, თურქოლოგი ზაურ მჭედლიშვილი არ მიიჩნევს თურქულ ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ექსპანსიას ქვეყნის შიგნით სახიფათოდ, მაგრამ დარწმუნებულია, რომ საქართველო არც ამ დროს და არც უახლოეს მომავალში არ აღმოჩნდება გამოუვალ მდგომარეობაში.

„თურქეთში ახლა სერიოზული შიდა მოვლენებია, ეკონომიკური კრიზისი დღითიდღე ღრმავდება, დღის წესრიგში დგას ერდოღანის და ვადამდელი არჩევნების საკითხი. ამიტომაც რთულია იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება, მაგრამ ამ დროისთვის თურქეთს დრო არ აქვს რეგიონისთვის. აქამდე ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ რეგიონში თურქეთის ყოფნა დამყარებულიყო, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულშია. თურქეთის ეკონომიკის 60% ევროკავშირზეა დამოკიდებული და მისი სამხედრო ძალა ნატოსა და აშშ-ს ევალება. ასე რომ, თურქეთი არ გაწყვეტს კავშირებს ნატოსთან, ევროპასთან ან შეერთებულ შტატებთან. ერდოღანისთვის უბრალოდ თითის ქნევა მოუწიათ, ცარიელი მუქარა…».

კავკასიის საკითხებში პოლიტოლოგი არჩილ სიხარულიძე მიიჩნევს, რომ თურქეთის ქცევა, განსაკუთრებით პანთურქული მიდგომა, საქართველოსთვის შემაშფოთებელია. – „თუმცა, სანამ თურქეთი ნატოს წევრია, საქართველოში პოლიტიკური ელიტა ამაზე დუმს. იმედი მაქვს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნატოს წევრებს შეუძლიათ თურქეთის შეკავება”.

ზოგადად, ომისშემდგომი რეალობას ქართველი ექსპერტები ასე აფასებენ: მოსკოვი ზრდის თავის გავლენას რეგიონში „სამშვიდობოების“ გაგზავნით, ანკარა კი რეგიონში დამაბალანსებელ მხარედ იქცევა. თუმცა ფაქტია, ასი წლის შემდეგ თურქეთი დაბრუნდა რეგიონში, ამჯერად ნატოს წევრის სტატუსით.