სათხილამურო შეჯიბრი არაგვაში

18  თებერვალს  ახალქალაქის  რაიონის  სოფელ არაგვაში   უკვე  მე-6  სათხილამურო  შეჯიბრი გაიმართა.

შეჯიბრის  მონაწილეების  დიდი  ნაწილი  სოფელ  არაგვას მაცხოვრებლები იყვნენ, რომლებიც   უკვე  მზად  არიან   საერთაშორისო ტურნირებში ნებისმიერ დროს მონაწილეობა მიიღონ. სათხილამურო  შეჯიბრში სულ მონაწილეობდა  სამი ჯგუფი: გოგოების, უფროსებისა და  ბავშვების.

სულ მონაწილეების  რაოდენობა 50  კაცი  იყო, მაგრამ  შეჯიბრში  მხოლოდ 40 კაცი გამოვიდა. გამარჯვებული  მონაწილეები  შეჯიბრის  შემდეგ    მედლებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

Leave a Reply