დსთ-ს ქვეყნების ზამთრის საუკეთესო კურორტებს შორის წაღკაძორი მე-4 ადგილზეა

რუსულმა “ТурСтат” ანალიტიკურმა სააგენტომ დსთ-ს ქვეყნების ზამთრის საუკეთესო დასასვენებელი ადგილები დაასახელა. 20 იანვარს თოვლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ასევე 2019 წლის იანვარ-თებერვალში მოგზაურობისთვის დსთ-ს ქვეყნებს შორის კურორტების შერჩევის და მათი რეიტინგის  დადგენის  მიზნით  “ТурСтат”-მა საინტერნეტო გამოკითხვა ჩაატარა.

საუკეთესო ზამთრის კურორტების პირველ ხუთეულში სომხეთის ქალაქ წაღკაძორი დაასახელდა, რომელსაც გამოკითხულთა 8%-მა მისცა ხმა.

წაღკაძორი სომხეთის დედაქალ ერევნიდან 50 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ქალაქის სახელწოდება სიტყვასიტყვით „ყვავილების ხეობას“ ნიშნავს. პოპულარული და ცნობილი სამთო კურორტია. მდებარეობს სომხეთის ცენტრალურ ნაწილში, ერევნიდან 50 კილომეტრში და რაზდანიდანაღმოსავლეთიდან 5 კმ-ში. 2011 წლის მონაცემებით ქალაქში მხოლოდ 1 256 ადამიანი ცხოვრობს.

გამოკითხულთა 32% ხმით ამ სიაში პირველი ადგილი დაიკავა ბელარუის ლოჰოისკის და სილაჩის კურორტებმა.

საუკეთესო კურორტების ხუთეულში ასევე ყაზახეთის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის დასასვენებელი ადგილები შევიდნენ.