სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მოსკოვში ვიზიტი

6 დეკემბერს, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები  მოსკოვში მონაწილეობას მიიღებენ საბჭოთა კავშირის მარშალის, სსრკ-ს ორგზის გმირის ჰოვჰანნეს ბაღრამიანის 120 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში.

სომხეთის შეიარაღებული ძალების და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამინისტროს წარმომადგენლები 7-8 დეკემბერს ასევე მონაწილეობას მიიღებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო აკადემიის 185 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

Leave a Reply