სომხეთის პრემიერ-მინისტრი აფრიკის კავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

ნიუ-იორკში, სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აფრიკის კავშირის კომიტეტის თავმჯდომარეს მუსა ფაკის შეხვდა.

მხარეებმა ფრანკოფონიის საერთაშორისო სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების საკითხები განიხილეს, რომელიც ოქტომერში ერევანში ჩატარდება.

მუსა ფაკიმ იმედი გამოთქვა, რომ სამიტი სომხეთისა და აფრიკის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარებას შეუწყობს ხელს.

მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ სამიტის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება მნიშვნელოვანია, რომელიც ბიზნეს კავშირების გაფართოებას ახალ იმპულსს მისცემს.