სომხეთის ორი აეროპორტში მგზავრების რაოდენობა 24%-ით გაიზარდა

სომხეთის აეროპორტებში მგზავრების ნაკადმა 2017 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში 1, 922, 183 შეადგინა, რაც 24%-ით აღემატება წინა წლის იმავე პერიოდის მონაცემებს.

ინფორმაციას, სომხეთის სამოქაალქო ავიაციის მთავრი სამმართველოს პრესმდივანი სათენიკ ჰოვტვჰანნისიანი ავრცელებს.

სექტემბერში, სომხეთის რესპუბლიკის ორ აეროპორტში მგზავრების ნაკადმა 255, 010 ადამიანი შეადგინა რაც 15,5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემებს.

2017 წლის სექტემბერში ერევნის „ზვართნოცის“ ეროპორტშიც მგზავრთა ნაკადმა 245,364 ადამიანი  შადგინა, რაც 11,2%-ით აღემატება გასული წლის მონაცემებს.

გარდა ამისა,  2017 წლის იავნარ-სექტემბრის მონაკვეთში  გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით  20,3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ზრდის ტენდენციაა ასევე ზვართნოცის აეროპორტის ტვითის გადაზიდვაშიც.  2017 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში აეროპორტის მიერ გადატანილი ტვირთების რაოდენობამ 17, 183 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 49,7%-ით მეტია.

მიმდინარე წლის სექტემბრში, ქალაქ გიუმრის აეროპორტით 9, 646  მგზავრმა ისარგებლა.

2017 წლის იანვარ სექტემბრის თვეებში, გიუმირის აეროპორტში მგზავრების ნაკადმა 65, 889 ადამიანი შეადგინა, რაც წინა წელის იმავე პერიოდთან შედარებით 7 065 მგზავრით მეტია.

საერთო ჯამში, ცხრა თვის განმავლობაში სომხეთის აეროპორტებმა,  გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 21%-ით  მეტი მგზავრი მიიღო.

Leave a Reply