აშშ ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების განლაგების შემოთავაზების წინადადებით გამოდის

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი რობერტ ო’ბრაიენი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სკანდინავიელი სამშვიდობოების განთავსების შემოთავაზების წინადადებით გამოვიდა.

ო’ბრაიენის თქმით, კონფლიქტის ზონაში ნებისმიერ შეიარაღებულ სამშვიდობო ძალაში არ უნდა იყოს  მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყნების, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების წარმომადგენელი.

ნებისმიერი სახის თურქული შუამავლობა ან სამშვიდობო როლი მიუღებელია როგორც შეერთებული შტატების, ასევე სომხეთისთვის”, – თქვა ო’ბრაიენმა კალიფორნიაში სომხური საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

“ჩვენი აზრით ორივე ქვეყანამ უნდა მიიღოს სკანდინავიის სამშვიდობო ძალების იდეა და  ჩვენ ვმუშაობთ სკანდინავიის მთავრობებთან, სამშვიდობო ძალების განვითარების მიმართულებით, რომლებიც შეიძლება რეგიონში ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნების მიზნით  განლაგდნენ”, – თქვა ო’ბრაიენმა.