“ევროკავშირმა ეს თავისთვის უნდა გააკეთოს” – ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა არცახის ომის დასრულებაში ევროკავშირის შესაძლო როლზე ისაუბრა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, საერთაშორისო მედიის ჯგუფთან შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა:

”ჩვენ ვცდილობთ მხოლოდ  საკუთარი თავის და იმ ქვეყნების იმედი ვიქონიოთ, რომლებსაც სომხეთის წინაშე მოკავშირეობის ვალდებულებები აქვთ.

თქვენ მეკითხებით რა ხდება, მე კი გიპასუხებთ რაც ხდება.მე რასაც ვამბობ, ევროკავშირმა ჩვენთვის არ უნდა გააკეთოს, მან  ეს საკუთარი თავისთვის უნდა გააკეთოს. ევროკავშირს სურს ამის გაკეთება, დაე გააკეთოს, არ სურს ამის გაკეთება, ნუ გააკეთებს. მე ერევნის, სომხეთისა და სომეხი ხალხის უსაფრთხოებაზე უნდა ვიფიქრო, ვენის უსაფრთხოება ჩემს სამუშაო ლოგიკაში არ შედის, მაგრამ შემდეგ მათ მოულოდნელად არ თქვან, რომ ჩვენ არ გაგვიფრთხილებია.

ეს ომი ევროპაში უფრო ადრე დაიწყო, თუ თქვენ მას ვერ ამჩნევთ  ან თუ იქ  არტილერია არ მუშაობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ომი არ დაწყებულა. ეს ომი მიმდინარეობს”.