კარენ კარაპეტიანმა ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი თქვა

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა კარენ კარაპეტიანმა ოპოზიციონერი ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის მორიგი შეხვედრის შეთავაზებაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას კარაპეტიანის პრესსამსახური ავრცელებს.

“ფაშინიანის მორიგი შეხვედრის შემოთავაზება პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა შემოთავაზებისგან, გარდა იმისა, რომ ამჯერად არ კარნახოს ვისთან ერთად მივიდეთ შეხვედრაზე” , – აცხადებს კარენ კარაპეტიანის პრესსამსახურის სპიკერი არამ არარატიანი.

“მოლაპარაკება ვერ შედგება, რადგან მხოლოდ ერთი მხარე კარნახობს დღის წესრიგს, ხლო მეორე მხარეს არ აქვს დღის წესრიგის წარადგენის უფლება” , – განაცხადა არარატიანმა.

კარენ კარაპეტიანის აზრით, ფაშინინის მხრიდან ღირს ქვეყანაში წარმოქმნილ სირთულეებზე და პრობლემის გადაჭრის გზების საერთო განხილვზე შეთანხმება.

Leave a Reply