26 აპრილს, ოპოზიციონერი ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის პრეზიდენტს არმენ სარგსიანს შეხვდა. ამის შესახებ, ნიკოლ ფაშინიანი საკუთარ ფეიბუქის გვერდზე წერს.
“26 აპრილს, საღამოს შეხვედრა მქონდა სომხეთის პრეზიდენტ არმენ სარგსიანთან. განვიხილეთ სომხეთში განვითარებული მოვლენები და პრობლემის მოგვარების შესაძლო ვარიანტები. სარგსინმა დოკუმენტები მოიტანა, სადაც ნაჩვენები იყო, რომ მან 2011 წლის დეკემბერში დიდ ბრიტანეთის მოქალაქეობა დაკარგა,” – წერს ფაშინიანი.