სომხური მხარე ბარდას მიმართულებით კასეტური ბომბის გამოყენების შესახებ ცნობებს უარყოფს

არცახის პრეზიდენტის სპიკერი ვაჰრამ პოღოსიანი სომხური მხარის მიერ ქალაქ ბარდას მიმართულებით კასეტური ბომბის გამოყენების  და  სამიზნეში მშვიდობიანი მოსახლეობის  მოქცევის ბრალდებას უარყოფს.

ჩვენ ასეთი იარაღი ბარდას მიმართულებით არ გამოგვიყენებია. არცახის თავდაცვის არმია სხვა სახის იარაღს იყენებს, რომელიც დიდი ქალაქების მიმართულებით მხოლოდ სამხედრო ობიექტებს უმიზნებს და გამოყენებული იარაღების სია თავდაცვის არმიამ გამოაქვეყნა”, – აცხადებს პოღოსიანი.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის ქალაქ ბარდაში კასეტური ბომბები გამოიყენება. ხოლო დღეს, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანის ქალაქ განჯაში და ბარდაში განლაგებული სამხედრო ბაზების სიები გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებია.