ადამ აივაზიანი გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს

13 თებერვალს, ადამ აივაზიანი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე ახალაქალაქის სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაათავისუფლეს. მას ერთწლიანი პირობითი პატიმრობა მიესაჯა.

ბიზნესმენი და მსახიობი, ადამ აივაზიანი 1-ელ თებერვალს 5000 ლარის ოდენობით გირაოს გადაუხდელობის გამო დააკავეს, რომლის შედეგად პრევენციული საშუალება შეიცვალა.

ადამ აივაზიანმა კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ გათავისუფლებას ახლობლებთან ერთად საკუთარ სახლში აღნიშნავს.

გასულ წელს, აივაზიანის პურის საცხობში მომხდარი ინციდენტი მიზეზით ის გაასამართლეს. მუშაობის დროს მისმა თანამშრომელმა დანადგარზე ხელი დააზიანა. ადამ აივაზიანის  წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ნიშნავს “ტექნიკის ან შრომის უსაფრთხოების დაცვის წესის დარღვევას პასუხისმგებელი პირის მიერ, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება” რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოთი ერთი წლით ან თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე ვადით.

1-ელ თებერვალს ადამ აივაზიანმა დაკავების შესახებ თავის ფეისბუქის გვრდზე დაწერა და სამართლიანობის მომხრეებს მისი მხარდაჭერისეკნ მოუწოდა.

“დღეს 01.02.2018 მე დამაკავეს, ჩემ საცხობში შარშან აგვისტოს თვეში, ჩემმა თანამშრომელმა ქალმა, სხვისი მოვალეობების შესრულებისას მიიღო ხელის დაზიანება, მე ყველანაირი დახმარება აღმოვუჩინე და მას არანაირრი პრეტენზია არ გასჩენია ჩემ მიმართ. დღეს ამ საქმესთან დაკავსირებით დამაპატიმრეს და თბილისში წამიყვანეს !!!! ვთხოვ ყველას, ყურადღება გამოიჩინოს ამ საქმის მიმართ, რასაც მრავალი შედეგი მოჰყვება!!! ვინც სამართლიანობის მომხრეა, მხარი დამიჭირეთ!!!”- წერს აივაზიანი.

Leave a Reply