საქართველოს სომეხთა ეპარქიის არქიმანდრიტი ეკლესიიდან განკვეთეს

სომხეთის კათოლიკოსს გარეგინ II-ს ხელმძღვანელობით საქართველოს სომეხთა ეპარქიის არქიმანდრიტი ეკლესიიდან განკვეთეს.

წმიდა საყდრის პრესსამსახურის ინფორმაციით: „სასულიერო პირის ეკლესიიდან გათავისუფლების მიზეზი არასანქცირებული შვებულება და სასულიერო მომსახურების ადგილის მიტოვება გახდა“. ეპარქიის ეპისკოპოსმა – ვაზგენ მირზახანიანმა წმიდა საყდრის სადისციპლინო კომიტეტის ანგარიშში ხსენებული ფაქტის საფუძველზე რეაგირება მოახდინა და სასულიერო პირი ეკლესიიდან განკვეთა.

„განკვეთილი სასულიერო პირი დღეიდან ერისკაცობას უბრუნდება და ნათლობის სახელით  – ნშან ჰოვჰანნისიანის სახელით გააგრძელებს ცხოვრებას“ – იტყობინება Armenianchurch.org.

უნდა აღინიშნოს, რომ 27 მარტს ეკლესიდაან კიდევ ერთი სასულიერო პირი – საქართველოს სომეხთა ეპარქიის წალკის რაიონისა და ადგილობრივი სასულიერო ეკლესიის მწყემსი – მოვსეს მღვდელი – მანუკიანი გაათავისუფლეს საკუთარი მოვალეობისგან.

Leave a Reply