თბილისში „საიათნოვას” ფესტივალი ჩატარდა

თბილისში საიათნოვას მემკვიდრეობისადმი მიძღვნილი ფესტივალი ჩატარდა. სომხური წმინდა გევორგის ეკლესიის ეზოში ცნობილი აშუღის საფლავთან, ერთ სცენაზე  ქართველი და სომეხი მუსიკოსები გამოვიდნენ, რომლებმაც საიათნოვას ქართულენოვნი და სომხურენოვანი შემოქედება წარუდგინეს მაყურებელს.

ღონისძიების ორგანიზატორმა და ფესტივალის დამფუძნებელმა – ჰასმიკ მოვსისიანმა ალიქ მედიასთან საუბარში,  ფესტივალის მნიშვნელობის გარდა მის სიმბოლოზეც ისაუბრა.

„ფესტივალის მიზანი მთელს მსოფლიოში საიათნოვას მიერ დატოვებული მემკვიდრეობისა და აშუღური კულტურის გავრცელებაა“.

ფესტივალი ორ ნაწილადაა დაყოფილი – რომელთაგან ერთი თბილისში უკვე ჩატარდა, მეორე ნაწილის ჩატარება კი სომხეთშია დაგეგმილი.

დიდი აშუღის დაბადების 305 წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზაციის „Music of Armenia” ინიციატივით მუსიკოსთა სპეციალური ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სომეხი და ქართველი შემსრულებლებით არის წარმოდგენილი.

 

„ღონისძიებამ საკმაოდ თბილ გარემოში ჩაიარა – ეს ასეც უნდა ყოფილიყო, იმედი მაქვს ფესტივალი სომხეთშიც იგივე ატმოსფეროში ჩაივლის. დარწმუნებული ვარ, რომ საიათნოვას უკვდავი შემოქმედება თაობიდან თაობას გადაეცემა და დავიწყებას არ მიეცემა“ – აღნიშნა ანსამბლის „ქსოვრელები“ ხელმძღვანელმა – ელდარ შოშიაშვილმა.

უკვე ტრადიციად ქცეული „საიათნოვას სიმღრის ფესტივალი“ საქართველოს შემდეგ სომხეთში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

Leave a Reply