სომხეთში ერთი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი საგანგებო შემთხვევა მოხდა

სომხეთის სამაშველო სამსახურის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 -10 ივნისის პერიოდში ქვეყანაში 515  შემთხვევა დაფიქსირდა, რომელთაგან 156 საგანგებოა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს  პრესსამსახურის ინფორმაციით, გასულ კვირას 205 საყოფაცხოვრებო, 70 ხანძარი, 61 ავტოსაგზაო გამოძახება განხორციელდა. უკანასკნელის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 89 დაშავდა. ამ პერიოდში ასევე აღინიშნა გვლების შემჩნევის 36 შემთხვევა. კვირის განმავლობაში 7 მოწამლვის შემთხვევაც აღრიცხეს.

Leave a Reply