ქართულ-სომხური ურთიერთობები პარტიათაშორისი ურთიერთობების დონეზე

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების კოალიცია (პარლამენტის) დაშნაკცუთიუნის  დეპუტატებმა გამართეს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის სხვადასხვა პარტიებთან.

შეხვედრების დროს ორივე მხარემ წარადგინა და გაიცნო ერთმანეთის გეგმები და პოლიტიკური პოზიციები.

როგორც სააგენტო jnews.ge  yerkir.am-ზე დაყრდნობით წერს,  25-26 აპრილს წინასწარ შეთანხმებული პროგრამის თანახმად, საქართველოში იმყოფებოდნენ კოალიცია „დაშნაკცუთიუნ“-ის დეპუტატები. შეხვედრებზე  მასპინძლებმა და დელეგატებმა ისაუბრეს   რეგიონში არსებულ ვითარებაზე და არსებულ პრობლემებზე.

„განვიხილეთ თანამშრომლობის ვარიანტები. ყველა შეხვედრაზე წარვადგინეთ სომხურ  სათვისტომოსა და ჯავახეთთან მიმართებაში არსებული პრობლემები. ჩვენი აღშფოთება  გამოვთქვით „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ბოლო დროს მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაკეთებული ცალმხრივი განაცხადების შესახებ.“ აღნიშნა აღვან ვარდანიანმა.

ვარდანიანმა განსაკუთრებით გამოყო ორ ქვეყანას შორის არსებული დადებითი ურთიერთობის ტენდენცია, საპარლამენტო და პარტიათაშორისი ურთიერთობების დონეზე. მან განაცხადა:

„საქართველოში მცხოვრებ ასიათასობით თანამემამულეთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით, ძალზე მნიშვნელოვანია საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობების საპარლამენტო და პარტიათაშორისი მიმართულებით გაძლიერება, ერთმანეთის გაცნობა, ერთმანეთთან აზრების გაცვლა რეგიონთან დაკავშირებით და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შესახებ.“

სომხეთის ეროვნული კრების კოალიცია „დაშნაკცუთიუნ“-ის წევრებმა შეხვედრები გამართეს  პარტიებთან  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა“, „უმრავლესობის წარმომადგენლები“, „რეგიონები“, „ერთიანი საქართველო“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ეროვნული ფორუმი“ და სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებთან.

შეხვედრების ბოლოს დაშნაკცუთიუნის წევრები ესტუმრნენ ხოჯივანქის პანთონს და პატივი მიაგეს სომეხ დიდთა საფლავებს.

ფოტო:araratnews.am

Leave a Reply