სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტი უარყოფს პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობისა და დაშინების შესახებ ინფორმაციას

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელიც უარყოფს ინფორმაციას 23-24 აპრილს მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციის მიერ განხორციელებული ძალადობისა და დაშინების შესახებ.

დღეს სამცხე ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, თეიმურაზ კალანდაძემ განაცხადა:
„ადგილობრივი პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალციხის რაიონის სოფელ აბათხევში, ადგილი ჰქონდა ქართველებსა და სომხებს შორის, კონკრეტულად – ეთნიკურ ნიადაგზე,  ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყობას.  ინფორმაცია, რომ ახალციხის რაიონული პოლიციის განყოფილებაში მიყვანილ ხალხზე სამართალმდაცველებმა ეთნიკური ან რელიგიური ნიშნით,  განახორციელეს ზაწოლა, არ შეესაბამება სიმართლეს“.

შეგახსენებთ, რომ 23-24 აპრილს  ახალციხის პოლიციის განყოფილებაში პოლიციელებმა სცემეს ეროვნებით სომეხი ახალგაზრდები და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიეს სომეხთა გენოციდის მსხვერპლი ხალხი.

3 მაისს ახალციხეში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იმყოფებოდა.
„ახალციხის სომხური საგანმანათლებლო-კულტურული ცენტრის კოორდინატორის თქმით, ახალგაზრდების მოლოდინი   საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტის მიმართ  დიდი არ იყო“.   წერია საინფორმაციო სააგენტო  jnews.ge-ზე გამოქვეყნებულ   სტატიაში.
ფოტო: jnews.ge

Leave a Reply