სომხეთში კორონავირუსით პირველი გარდაცვალება დაფიქსირდა

სომხეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი ალინა ნიკოღოსიანი ავრცელებს.

„ გარდაცვლილი 72 წლის ქალია, რომელსაც Covid19-ის გარდა ორმხრივი პნევმონია, პოლიურეთანის დეფიციტი, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, ჰიპერტენზია და გულის რითმის დარღვევა ჰქონდა. სამწუხაროდ, ჩვენმა სპეციალისტებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს“, – წერს ნიკოღოსიანი.

სომხეთში კორონავირუსით ინფიცირების 290 შემთხვევაა. მათ შორის გამოჯანმრთელდა 18 ადამიანი.

ამ დროისთვის სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 272 პირი იმყოფება.