ევროკავშირი მზად არის სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი დაიწყოს

ევროკავშირი მზად არის დაიწყოს დიალოგი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ეს განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა გააკეთა, თუმცა ვადები არ დააკონკრეტა.

“ჩვენ მზად ვართ ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დასაწყებად, არსებობს შეთანხმებებიც. ამისათვის სომხეთმა უნდა შეამციროს ევროკავშირის ქვეყნებში არალეგალი მიგრანტების რაოდენობა, ასევე წარმატებით განახორციელოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს სომხეთს”, – განაცხადა დევიდ მაკალისტერმა და დასძინა, რომ ესმის რამდენად მნიშვნელოვანია ეს საკითხი სომხეთის მოქალაქეებისთვის.

Leave a Reply