სოფელ ტურცხში წყალს გრაფიკით სვამენ

მიუხედავად იმისა, რომ სოფელ ტურცხში ახალი წყალმომარაგეობის ხაზი არსებობს და წყალი მთელ სოფელს უნდა ეყოს, მოსახლეობის ნახევარს ზაფხულში წყალი დღეში ორი საათით აქვს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ტურცხში 250 სახლია და დაახლოებით 1000 მოსახლე. მოსახლეობის თქმით, სოფელში ბევრი პრობლემაა, მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემად სასმელი წყლის უქონლობა სახელდება.
“წყალი არ არის. ზამთარში არის, მაგრამ ზაფხულში გრაფიკით მოდის. შლანგები სულ წყდება. დავიღალეთ უკვე ბრძოლით”, – თქვა ხიტარიანი არკადიმ.
სამი წლის წინ, ახალი ხაზი გაიყვანეს, მაგრამ ამანაც არ უშველა.
სოფლის უფლებამოსილი პირი, ანნა გევორგიანი ამბობს, რომ ახალი ხაზი არ მუშაობს, მაგრამ პირობას იძლევა, რომ პრობლემა მოგვარდება.
“მონტაჟის დროს ვერ შეამჩნიეს რომ მილებს წუნი ჰქონდა, ეს მხოლოდ მონტაჟის შემდეგ გაირკვა. ორი წლის განმავლობაში 20 ჯერ მოვიდნენ გასაკეთებლად, ერთგან აკეთებენ, მეორეგან წყდება.წელს გადაწყვიტეს მილებში შლანგის გატარება. სამუშაოები მიმდინარეობს”- აღნიშნა ანნა გევორკიანმა.

jnews.ge

В селе Турцх воду пьют по графику

Leave a Reply