თურქეთში სომეხთა ხოცვის შესახებ წიგნი გამოიცა

სტამბულის სომხური გაზეთი “აკოსი”-ს ცნობით, თურქეთში , ანკარაში სომეხი კათოლიკების დეპორტაციისა და ხოცვის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა․
წიგნი სახელწოდებით “ანკარის შემთხვევები” 1921 წელს სტამბულში, ანკარელმა სომეხმა, სიმონ არაქელიანმა დაწერა. ტექსტი დაწერილი იყო თურქულად, მაგრამ სომხური ასოებით. შემდგომში ის გადაწერილ იქნა თურქული ანბანის გამოყენებით და გადაეცა სტამბულში სომხურ გამომცემლობა “არასს”.
სიმონ არაქელიანი 1918 წელს თურქეთში იმყოფებოდა, როგორც ანკარაში სომხების ხოცვის შესახებ სასამართლო საქმის ერთ-ერთი მოწმე. 1922 წელს არაქელიანი ემიგრაციაში საფრანგეთში წავიდა და 1939 წელს პარიზში გარდაიცვალა.

Leave a Reply