დამასკოს სომხური თემის უბანში რაკეტები ჩამოვარდა, შეჩერებულია სასწავლო პროცესი

21 თებერვალს, რაკეტები ჩამოვარდა დამასკოს სომხური თემის უბანში, იუწყება SHANTNEWS, დამასკოს წყაროებზე დაყრდნობით. წყაროს სიტყვებით სარაკეტო სროლების შედეგად ადამიანური დანაკარგი არ ყოფილა.

რატეტები დაეცა ასევე ბაბ შარქის რაიონში მდებარე სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის სახელწოდების მქონე მოედანზე.

ინფორმაციის თანახმად, წინა 10 დღის განმავლობაში ვითარება დაძაბული რჩება ქალაქის განსაკუთრებით ძველ უბნებში. აღსანიშნავია, რომ ქალაქში საომარი მდგომარეობის შედეგად სომხური სასწავლებლები არ ფუნქციონირებენ.

წინა დღეების განმავლობაში ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან სამიზნე გახდა დამასკოს პაპ თუმა, პაპ შარქი, ჯარამანა, ბარამქე, ალ ქასსაჰ და სხვა რაიონები, სადაც მსხვერპლთა რაოდენობა 20-ს აღწევს, ხოლო დაშავებულია 45 ადამიანი.

Leave a Reply