სუსის მიერ სომეხი დეპუტატის აგარაკზე ნაპოვნ ცხოველებს ერევნის ზოოპარკში გადაიყვანენ

ველური ბუნების და კულტურული აქტივების შენარჩუნების ფონდის (FPWC) წარმომადგენლები, გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ეჩმიაწინში იმყოფებოდნენ, იმ ცხოველებისთვის თავშესაფრის საპოვნელად, რომლებიც გენერალ-ლეიტენანტის მანველ გრიგორიანის სახლის ჩხრეკისას უშიშროების სამსახურმა მის აგარაკზე იპოვა.

ცხოველებს ერევნის ზოოპარკი შეიფარებს, რომელიც უკვე ემზადება მათ მისაღებად.

სომხეთის ეროვნული უშიშროების სამსახურმა 16 ივნისს, სომხეთის პარლამენტის დეპუტატის, მოხალისეთა კავშირ “ერკრაპას“ თავმჯდომარის, გენერალ-ლეიტენანტის მანველ გრიგორიანის სახლსა და მის კუთვნილ საზაფხულო აგარაკზე ჩხრეკა განახორციელა.

გრიგორიანის საზაფხულო აგარაკზე სხვადასხვა სახის საჭმელი პროდუქტი, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი ჰიგიენური და სამედიცინო ნივთები, ასევე რეტრო და ათეულობით თანამედროვე მანქანა აღმოაჩინეს.

გრიგორიანის აგარაკზე ასევე იპოვეს ცხოველები, რომლებსაც ერევნის ზოოპარკში გადაიყვანენ, მათი შენარჩუნებისა და უსაფრთოების მიზნით.

 

Leave a Reply