დღეს ერევანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება (ფოტო)

დღეს, 23 სექტემბერს, სომხეთში პირველი პოსტ-რევოლუციური რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს. ერევანის საკრებულოს ირჩევს, რომელიც შემდეგ მერს აირჩევს. ერევნის ყოფული მერი, ტარონ მარგარიანი 9 ივლისს, საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გადადგა.

არჩევნებში მონაწილეობისთვის 13 პოლიტიკური ძალა დარეგისტრირდა, მათ შორის, 9 პარტია და 4 ალიანსი. მოგვიანებით ერთმა პარტიამ კანდიდატურა მოხსნა.

სომხეთის საარჩევნო კოდექსის მიხედვით, “ერევნის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის თანახმად, ერევნის საკრებულო აირჩევა ოთხი წლის ვადით და 65 წევრისგან შედგება.

სომხეთის პოლიციის ინფორმაციით, ერევნის ამომრჩეველთა რაოდენობა 853,390 და 475 საარჩევნო უბანია.