სომხეთის პრეზიდენტმა კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ცნობილ ექიმს ჯონ ბილეზიკიანს უმასპინძლა

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარგსიანმა ,17 ოქტომბერს, აშშ-ის კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ცნობილ ექიმს ჯონ ბილეზიკიანს უმასპინძლა.

მომავალ კვირას პროფესორ ბილეზიკიანის ინიციატივით სომხეთში ოსტეოპოროზის პრობლემებთან დაკავშირებით სიმპოზიუმი გაიმართება, რომელშიც 20-ზე მეტი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. სიმპოზიუმი უკვე 12 წელია იმართება.

სამშობლოს გულშემატკივარმა ექიმმა ჯონ ბილეზიკიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების განხორციელებას და აღნიშნა, რომ ის მოხარულია, სომეხ ექიმებთან გამოცდილების გაზიარებით.