ირანი მზადაა სომხეთში რადიოლოგიის ცენტრი შექმნას

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა არსენ თოროსიანმა 22 ივნისს, ირანული კომპანიის “Varan Parto Darma” აღმასრულებელ დირექტორს და “Varan Armenia”-ს დირექტორს უმასპინძლა.

ირანული კომპანიის წარმომადგენლებმა მინისტრს განუცხადეს, რომ ისინი მზად არიან სომხეთში ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი რადიოლოგიის ცენტრი შექმნან. პროექტის დეტალები მომავალში დაზუსტდება.

შეხვედრისას ასევე განიხილეს ირანელი სპეციალისტების სომეხ ონკოლოგებთან თანამშრომლობის გამოცდილების გაზიარების საკითხები.

Leave a Reply