მოსკოვში პუტინისა და ერდოღანის შეხვედრა გაიმართა

რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ერთამენთს შეხვდნენ. კრემლში გამართული მოლაპარაკებებების ერთ-ერთი მთავარი თემა სირიაში მიმდინარე მოვლენები გახდა. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, მოსკოვი და ანკარა იდლიბში ტერორისტებთან ბრძოლას გააგრძელებენ.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ რუსეთისა და თურქეთის ერთადერთი მიზანი სირიის ტერორისტული დაჯგუფებებისგან გათავისუფლებაა.