ნალბანდიანი დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

14 მარტს, კოპენჰაგენში გამართულ შეხვედრას სომხეთისა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრები ედვარდ ნალბანდიანი და ანდერს სამუელსენი ესწრებოდნენ. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ანდერს სამუელსენმა იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტი სომხურ-დანიურ ურთიერთობებს ახალ სტიმულს შესძენს. ედვარდ ნალბანდიანმა დანიელ კოლეგას მადლობა გადაუხადა დაპატიჟებისათვის და აღნიშნა, რომ კოპენჰაგენის შეხვედრები კარგ შესაძლებლობას იძლევა სომხეთსა და დანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ერთობლივ პროგრამებზე მუშაობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სომხურ-დანიური დღის წესრიგის საკითხები, ასევე სხვადასხვა სფეროში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზები.

Leave a Reply