სომხეთის საპარლამენტო არჩევნებზე 1600 საარჩევნო უბანს 2300 დამოუკიდებელი დამკვირვებელი ეყოლება

2 აპრილის საპარლამენტო არჩევნებში სადამკვირვებლო მისიას, ინიციატივა „მოქალაქე დამკვირვებლის“ ფარგლებში, 2300 დამოუკიდებელი დამკვირვებელი განახორციელებს. მათგან  310  ადამიანი დიასპორას წარმოადგენს. დამკვირვებლები მისიას 1600 საარჩევნო უბანზე შეასრულებენ.

ამის შესახებ 27 მარტს „პრეს ცენტრში“ შემდგარ პრეს-კონფერენციაზე  „მოქალაქე დამკვირვებლის“  წარმომადგენელმა არმენ გრიგორიანმა განაცხადა.

აღნიშნული ინიციატივის მხრიდან ასევე  შეიქმნა საინფორმაციო პლატფორმა „გააკონტროლე არჩევნები“.

ის მოქალაქე, რომელიც არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, დარეგისტრირების შემდეგ შეძლებს მონაცემთა ბაზაში გადაამოწმოს, მის ნაცვლად ხმა ვინმეს ხომ არ მიუცია.

არმენ გრიგორიანი აღნიშნავს, რომ სადამკვირვებლო მისიის შემსურლებელ ორგანიზაციებსა და ჯგუფებს შორის არიან ისეთებიც, რომლებიც შესაძლოა დაკავშირებულნი იყვნენ სხვადასხა პოლიტიკურ ძალებთან, წერს სააგენტო civilnet.am.

Leave a Reply